საახალწლო ვაჭრობა: სავსე დახლები და აჟიოტაჟი თბილისის ბაზრებში – ფოტო

ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. დღესასწაულისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საახალწლო სუფრას, რისთვისაც ათასობით ქალაქელი ბაზრებში ჩქარობს.
Sputnik
ახალი წლის წინა დღეებში თბილისის ყველა ბაზარი მყიდველებითაა გადაჭედილი. ამ დროს აქ ყოველთვის უპრეცედენტო მღელვარება სუფევს. ეს ხომ განსაკუთრებული დღესასწაულია – ახალი წლის შეხვედრა! „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალაში ნახეთ როგორ მიმდინარეობს საახალწლო ვაჭრობა.
1 / 14

ასეთი გაცხარებული ვაჭრობა პრაქტიკულად წელიწადში ერთხელაა - საახალწლოდ

2 / 14

თბილისის ბაზრებისა და ბაზრობების დახლები, სულო და გულო, რით აღარ არის გადატვირთული

3 / 14

თბილისელები ბაზრებს, პირველ რიგში, საახალწლო სუფრისთვის ხორცის ასარჩევად სტუმრობენ

4 / 14

თუმცა არც ხილ-ბოსტნეულის დახლებთანაა ნაკლები ხალხმრავლობა

5 / 14

ახალი წლის წინ, როგორც წესი, ფასები მატულობს – მოთხოვნის ზრის კვალდაკვალ

6 / 14

თუ ვინმეს მოულოდნელად მოშივდა, შეუძლია იქვე, ბაზარში დააგემოვნოს ცხელ-ცხელი მწვადი

7 / 14

მაგრამ მყიდველები მაინც ვაჭრობის დროულად დამთავრებას და სახლში წასვლას ჩქარობენ - მთავარია, კარგი პროდუქტები შეიძინონ

8 / 14

არადა, ბაზარში შეიძლება რამდენიმე საათის გატარებამაც კი მოგიწიოთ
- არჩევანი ხომ ძალიან დიდია

9 / 14

და რა არის ქართული ახალი წელი ჩვენებური ნუგბარის გარეშე?!

10 / 14

ბაზრებში არნახული აჟიოტაჟი სუფევს - მათკენ მიმავალი გზები მანქანებითაა გადაჭედილი

11 / 14

საახალწლო ვაჭრობის დროს ფასები ყოველთვის ჩვეულებრივზე მაღალია

12 / 14

ბაზრებში ტკბილეულიც იყიდება. ესეც ტრადიციაა - კანფეტები სახლშიც უნდა გქონდეთ და ჯიბეშიც, რათა შემხვედრებს დღესასწაული მიულოცოთ

13 / 14

საახალწლო ვაჭრობა გამყიდვლისა და მყიდვლისთვის შრომაცაა და სიხარულიც – მთავარია, ყველა კმაყოფილი დარჩეს

14 / 14

საახალწლო ვაჭრობა გრძელდება!