წყალტუბოში მგელმა ქალი და ორი მამაკაცი დაკბინა

მგელი ადამიანებს ფერმის ტერიტორიაზე დაესხა თავს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მგელი მოქალაქეებს დაესხა თავს და დაკბინა.
შემთხვევა სოფელ მაღლაკში გუშინ მოხდა.
დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც ფერმის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ისინი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაზიანებები სახესა და ხელზე აქვთ მიღებული. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულებიდან ერთი ქალი და ორი მამაკაცია.
ეს სოფლებზე მგლების თავდახმის პირველი შემთხვევა არ არის.
ამჟამად საქართველოში მგლის მოკვლა აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.