რიგიდან თბილისში მოგზაურობა ჯერჯერობით ერთადერთი საინტერესო თავგადასავალია თორის ცხოვრებაში. მაშინ ის მხოლოდ ერთი წლის იყო. ახლა კი გაიზარდა და ზოოპარკის ხელმძღვანელობა მისთვის მეწყვილეს ეძებს.
ვეფხვის წელი შესაძლოა წარმატებული გამოდგეს ამ თვალსაზრისით და თორის მარტოობაც დასრულდეს. როგორც კი „საცოლეს“ შეურჩევენ, თორს ახალ ზოოპარკში გადაიყვანენ, რომელიც ჯერ კიდევ შენდება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე.
„ვაპირებთ გადავიყვანოთ ახალ ზოოპარკში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა. პირველ რიგში იქ ის ცხოველები გადაგვყავს, რომლებიც უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობენ. თორს კი აქაც კარგი ვოლიერი აქვს — რამდენიმე ვეფხვიც კი იდეალურად დაეტევა“, — ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
თბილისის ზოოპარკს ცხრა ვეფხვი ჰყავდა, მაგრამ ისინი 2015 წელს დაიღუპნენ თბილისში მომხდარი წყალდიდობისას.