ამ თემის ირგვლივ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.
თუმცა ის ამასთან დასძენს, რომ მას და მიშას შორის დღემდე არის ძლიერი კავშირი, რომელსაც ვერავინ წაშლის.
სანდრას თქმით, ახლა უწევს ახალ რეალობასთან შეგუება, რაც მისთვის არც ისე მარტივია.
საქართველოს ექს-პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ამის შემდეგ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და სააკაშვილთან ერთად ხელმომწერებს მათი დაოჯახების შესახებ ამცნო. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი“, – ამბობს სააკაშვილი ჩანაწერში.
ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. უკრაინის რადაში დეპუტატის თანამდებობა 2019 წლის 29 აგვისტოდან უჭირავს.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, წყვილს შორის 23-წლიანი სხვაობაა, რასაც ლიზა თავიდან განიცდიდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. როგორც ლიზამ განაცხადა, მათ ერთმანეთი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს გაიცნეს, სერიოზული ურთიერთობა კი 2020 წლის აპრილიდან დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსთან ორი ვაჟი ჰყავს. უცნობია, როდის განქორწინდა წყვილი, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია.