ქუთაისში 19 წლის ორსული საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ორსული გოგონას გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე კლინიკაში არ საუბრობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ტელეარხის ცნობით, ​პაციენტი ქუთაისის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიდან გადაიყვანეს. მას საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. რაც შეეხება ახალშობილს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. კლინიკის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ გამოძიების შედეგებს ელოდება.
ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.