ქობულეთში მინივენი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშვებული ორი სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მინივენის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, გზის სავალი ნაწილი მოყინული იყო, მინივენის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პოლიციის ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, სამართალდამცველებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვთ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.