ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას საახალწლო მორთულობა და ზღაპრული სახლი მოსკოვში – ფოტო

ახალი წელი მოახლოვდა. ამ დროს ადამიანები მთელ თავიანთ შემოქმედებით უნარებს ავლენენ და ცდილობენ სახლი თუ ნაძვის ხე გამორჩეულად, სადღესასწაულოდ მორთონ.
Sputnik
ამჯერად რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ნაძვის ხემ მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომელიც ქეთამ გრანდიოზულად მორთო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ყოველთვის, ქეთა სახლის საახალწლო მორთულობას წელსაც მთელი სერიოზულობით მიუდგა. ამჯერად უმეტესად წითელ და თეთრ ფერს მიანიჭა უპირატესობა.
ქეთა მოსკოვის გარეუბანში მეუღლესთან ლევ დენგოვთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, ერთი წლის წინ მეორედ დაქორწინდა. წყვილს საერთო შვილი - ადამი იანვარში შეეძინა.
როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.