თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
აღნიშნულ თანამდებობაზე ამილახვრის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე იგი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვალა, რომელიც გუშინ გამართულ რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს.