COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 30 დეკემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 893.064 ადამიანი; ჩატარებულია 2.505.996 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.615 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.097-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 932.641-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 893.064 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.331), გარდაიცვალა – 13.758 (ბოლო 24 საათში – 51). კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.712 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 873 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 39.036, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.112, PCR–ტესტით – 15.924
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,37%, ბოლო 14 დღის – 5,57%, ბოლო 7 დღის – 5,15%.
სულ ჩატარებულია 2.505.996 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.615 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.