საშინელი ავარია ანანურში: დაღუპულია სამი ადამიანი – ვიდეო

ანანურის გზაზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, ავარია მსხვერპლით დასრულდა.
Sputnik
ჟინვალის მახლობლად მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი უცხოელი იყო.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა.
დაღუპულებს შორის არიან ბულგარეთიდან ჩამოსული დედა-შვილი. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ხუთი ადამიანი.