COVID-19 - ბოლო ცნობები

51 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში

საქართველოში, რომელიც კორონავირუსის მეექვსე ტალღის მოლოდინშია, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.097 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 887 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 309, აჭარა – 222, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 135, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 893.064-მდე გაიზარდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 30 დეკემბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 51 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.758-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 25.793 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.712 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.073, იმერეთში – 893, აჭარაში – 486.
1.211 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 287 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 36, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 873 ადამიანი, მათ შორის 550 – თბილისში, 214 – აჭარაში.
20.208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29.997 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.097-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 932.641-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.