ვინ გახდა საქართველოში წლის საუკეთესო ფეხბურთელი

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, GFF Awards-ის ცერემონიაზე სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ქართულ ფეხბურთში საუკეთესოები გამოვლინდნენ – ფეხბურთის ფედერაციამ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
GFF Awards ცერემონიაზე ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2021 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
იგი ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯილდოს – GFF Awards-ის მფლობელია.
ხვიჩა კვარაცხელია
ჯილდოსთვის ბრძოლაში კვარაცხელიამ უკან ჩამოიტოვა მცველი გურამ კაშია (სლოვენია, „სლოვანი“) და მეკარე გიორგი ლორია (კვიპროსის „ანორთოსისი“).
შარშან კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ექვსი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, GFF Awards-ის ცერემონიაზე სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
საუკეთესო ფეხბურთელი ქალი - ნინო სუთიძე („კვარტალი“ საქართველო)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ირაკლი აზაროვი („დინამო“ ბათუმი)
საუკეთესო ფეხბურთელი ფუტსალში - ზვიად კუპატაძე („გაზპრომი იუგრა“, რუსეთი)
საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
COVID-19-ის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ–რეჟიმში გაიმართა. პრიზებს გამარჯვებულები მოგვიანებით მიიღებენ.
წყარო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.