თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გ11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.