საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 24 დეკემბერს განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩია.
პარლამენტის თავმჯდომარე 88 ხმით ერთის წინააღმდეგ შალვა პაპუაშვილი გახდა. მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა კახა კუჭავამ დატოვა.
შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე სპიკერი იქნება.
ეს მიმდინარე წლის მანძილზე პარლამენტის სპიკერის შეცვლის უკვე მეორე ფაქტია. 27 აპრილს კუჭავამ აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 84 ადგილი აქვს, საკადრო ცვლილებების თაობაზე განცხადება პარასკევს გააკეთა.