მსოფლიო დღეს

რეკორდი დღეგრძელობაში: დასახელდა გამარჯვებული ქვეყანა

Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. „ჯანსაღი დღეგრძელობის“ კუთხით ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, განაცხადა იაპონიის შრომის, ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სამინისტრომ.
როგორც უწყებაში განმარტეს, „ჯანსაღი დღეგრძელობის“ ასაკი — ეს არის წლოვანება, რომელშიც ხანდაზმულ ადამიანს სხვების დაუხმარებლად შეუძლია ცხოვრება და არ საჭიროებს მოვლას.

„ჯანსაღი დღეგრძელობის ასაკი იაპონიაში — როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის — მაქსიმალურია მსოფლიოში. ქალებისთვის ეს 75,5 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის — 72,6 წელი“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ქალებში დღეგრძელობის მაჩვენებელმა 0,59 წლით, ხოლო მამაკაცებში 0,54 წლით მოიმატა. 2001 წელთან შედარებით კი „ჯანსაღი დღეგრძელობის“ მაჩვენებელი ქალებში 2,73 წლით, ხოლო მამაკაცებში 3,28 წლით გაიზარდა.
ამასთან სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ „შვიდეულის“ ქვეყნებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი სწორედ იაპონიაშია: 81,41 წელი მამაკაცებში და 87,45 წელი ქალებში.