COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 29 დეკემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 890.733 ადამიანი; ჩატარებულია 2.495.435 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.720 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.514-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 930.544-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 890.733 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.711), გარდაიცვალა – 13.707 (ბოლო 24 საათში – 61). კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.794 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 858 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 46.059, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26.700, PCR–ტესტით – 19.359
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,46%, ბოლო 14 დღის – 5,65%, ბოლო 7 დღის – 5,02%.
სულ ჩატარებულია 2.495.435 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.720 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.