ავტოავარიას ჟინვალში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჟინვალში მომხდარ ავტოავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული არასრულწლოვანი 12 წლის იყო.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, ავტომობილი წყალსაცავში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ამ დროისათვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი და ასევე სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია „რუსთვი 2