როგორი ამინდი იქნება ბათუმში ახალ წელს

წვიმა, ქარი და... 15 გრადუსი სითბო – ასეთ ამინდში შეხვდებიან ბათუმელები 2022 წელს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღეებში ბათუმში ცვალებადი ამინდი იქნება – წვიმაც, ქარიც და სითბოც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, პარასკევს, 31 დეკემბერს ტემპერატურა ღამით იქნება +7, ხოლო დღისით +15 გრადუსი. ქარი წამში 11 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
ასევე თბილი იქნება ახალი წლის პირველი დღე, თუმცა იწვიმებს – დღისით +9 გრადუსი, ხოლო ღამით +5–6 გრადუსი.
2 იანვარს ქარი გაძლიერდება 18 მეტრამდე წამში. დღისით დაფიქსირდება +10, ხოლო ღამის საათებში +6 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში 1 იანვარს მოსალოდნელია 11–16 გრადუსი სითბო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 7–12 გრადუსი სითბო. მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვლი.
2 და 3 იანვარს შედარებით აცივდება, დაუბერავს დასავლეთის ქარი, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი.
ამინდი თბილისში ახალი წლის პირველ დღეს
რაც შეეხება თბილისს, 4 იანვრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ახალი წლის ღამეს იქნება 0, –1 გრადუსი, დღისით კი 9–11 გრადუსამდე დათბება. შემდეგ დღეებში ტემპერატურა 2–3 გრადუსით დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლი მხოლოდ სვანეთში, მესტიაშია მოსალოდნელი, მაგრამ იქნება 2–4 გრადუსი სითბო.