თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IV, VII, VIII მიკრორაიონების, მამკოდის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.