ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძე სცენაზე შვილთან ერთად პირველად გამოვა: ვიდეო

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ელის-მარიასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში ოქტომბერში დაბრუნდა და მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
Sputnik
ცნობილი მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში ფოტოებში შვილის სახეს არ აჩენდა, თუმცა ამჯერად შვილთან ერთად სცენაზე გამოვიდა და პატარასთან ერთად საახალწლო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. „მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემის ჩაწერისას სცენაზე ულამაზესი დედა-შვილი ერთად დადგა.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 2020 წლის 11 აპრილით დათარიღებული ფოტო დევს, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გოგონას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მომღერალი დღემდე ბავშვის მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.