იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ავტოავარიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქალაქ ბაღდათთან ახლოს ტრაგედია მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ავტოავარიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.