ყვითელი ამბები

„გალა უკვე სახლშია“: როგორ დახვდა გიორგი გასვიანი ახალშობილ ვაჟს – ფოტო

ტელეწამყვან გიორგი გასვიანს და მის მეუღლეს მარიტა მელიქიშვილს 24 დეკემბერს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს, მოფერებით კი გალას ეძახიან.
Sputnik
როგორც გიორგი სოციალურ ქსელში წერს, პატარა გალა უკვე სახლშია და მშობლებთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.
„ჩვენი გალა უკვე სახლშია“, – დაწერა გიორგიმ „ინსტაგრამზე“.
პატარა გალას ოჯახის წევრები იასამნისფრად განათებულ და საგანგებოდ მორთულ ოთახში შეხვდნენ. ხელმომწერები წყვილს გულითადად ულოცავენ და პატარას ბედნიერ მომავალს უსურვებენ
მარიტამ და გიორგი ერთმანეთი გასულ წელს გაიცნეს და 2021 წელს იქორწინეს. როგორც მარიტამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, გიორგი ყოველთვის მოსწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ წარმოედგინა. მარიტა 19 წლისაა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, მაგრამ, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.