ყვითელი ამბები

„აი, ძალიან რომ მიყვარს“: რომელი პოლიტიკოსის ფოტოს ასაჯაროებს გია სურამელაშვილი

უკვე 30 წელზე მეტია, რაც არ ნელდება ინტერესი ცნობილი ქართველი მომღერლის გია სურამელაშვილის პირადი ცხოვრების მიმართ.
Sputnik
მომღერალი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად იწვევენ საღამოებზე, წვეულებებზე. ყოველთვის დაუფარავად აფიქსირებს თავის აზრს ამა თუ იმ მოვლენის ან პიროვნების მიმართ, თითქმის არასოდეს ერევა პოლიტიკაში და ძალიან იშვიათად გამოხატავს საკუთარ აზრს პოლიტიკოსების მიმართ.
თუმცა ამჯერად მომღერალი სოციალურ ქსელში პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის ფოტოს აქვეყნებს და წერს – „აი, ძალიან რომ მიყვარსო“.
როგორც ჩანს, გია სურამელაშვილს და თაკო ჩარკვიანს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ხელმომწერები მათი მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ და წარმატებებს უსურვებენ.
გია სურამელაშვილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლების ამალა, რომლებიც გულთბილი კომენტარებით ანებივრებენ მომღერალს.