აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი რუსთაველის თეატრში კონცერტებს მართავს

ანსამბლი სცენაზე გამოდის განახლებული პროგრამით „ქორეონიკონი“.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე 28–29 დეკემბერს კონცერტებს მართავს.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამა „ქორეონიკონით“ გამოდის. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ბაჩანა ჭანტურია, დირიჟორი – თორნიკე მანწკავა, ხოლო მოცეკვავეების კოსტიუმებზე ეკატერინე ჯავახიშვილმა იმუშავა.
„აფხაზეთი“ 1931 წელს სოხუმში დაარსდა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ანსამბლმა აქტიური საქმიანობა თბილისში განაგრძო.
ანსამბლში 2021 წელს შეიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე დასის შემადგენლობა. ასევე შეიქმნა სრულიად ახალი პროგრამა და მუსიკალური კომპოზიციები.