აშშ-ში 3D პრინტერით დაბეჭდილ სახლში პირველი მაცხოვრებლები შესახლდნენ – ვიდეო

ერთსართულიანი სახლის ფართობი 110 კვადრატულ მეტრზე მეტია. ფუნდამენტი და კედლები ბეტონისაა, რომლებიც სულ რაღაც 12 საათში აშენდა.
Sputnik
ვირჯინიაში ქალი და მისი 13 წლის ვაჟი 3D პრინტერის გამოყენებით აშენებული სახლის პირველი მაცხოვრებლები გახდნენ.
სახლი კომპანია Alquist-მა ქალაქ უილიამსბურგში ააშენა ორგანიზაცია Habitat fo Humanity-ს (სახლი კაცობრიობისათვის) დაკვეთით, რომლის პროგრამაც უსახლკაროებისთვის სახლების აშენებას ითვალისწინებს.