ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 50-დოლარიანებია

განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში საგამოძიებო სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ცნობით, მათგან ერთი დაკავებულია, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 1.900 დოლარის ოდენობის 38 ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
ბრალდებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.