COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 27 დეკემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 885.056 ადამიანი, ჩატარებულია 2.466.815 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.502 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 986-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 925.354-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 885.056 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.193), გარდაიცვალა – 13.583 (ბოლო 24 საათში – 71). კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.070 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 903 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19.701, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.838, PCR–ტესტით – 6.863.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 5,86%, ბოლო 7 დღის – 5,13%.
სულ ჩატარებულია 2.466.815 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.502 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.