თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 986 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 542 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 118, აჭარა – 95, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 52, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885.056-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 71 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.583-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.689 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.070 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.142, იმერეთში – 970, აჭარაში – 519.
1.269 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 294 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 35, იმერეთში – 30.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 903 ადამიანი, მათ შორის 558 – თბილისში, 243 – აჭარაში.
20.716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 43 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.854 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 986-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 925.354-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.