რუსული ცირკის ტრაილერები ზემო ლარსზე გაიჭედნენ: წარმოდგენების თარიღები შეიცვალა

ზრდასრულმა მაყურებლებმა წარმოდგენების სანახავად თან უნდა იქონიონ კოვიდ-პასპორტი.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ცირკის რეკვიზიტებით დატვირთული სატვირთო მანქანები გაჩერებულია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (ზემო ლარსი) და ვერ ახერხებენ გადაადგილებას, რის გამოც რუსულმა ცირკმა ყინულზე (Circus on Ice) დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაგეგმილი წარმოდგენები იანვრის პირველ რიცხვებში გადაიტანა, ნათქვამია თბილისის ცირკის განცხადებაში.
გადატანილი წარმოდგენების ახალი განრიგი:
26 დეკემბერს 17:00 საათის ნაცვლად წარმოდგენა გაიმართება 2 იანვარს 13:00 საათზე
28 დეკემბერს 13:00 და 17:00 საათის ნაცვლად – 3 იანვარს 13:00 და 17:00 საათზე
29 დეკემბერს 13:00 და 17:00 საათის ნაცვლად – 4 იანვარს 13:00 და 17:00 საათზე
30 დეკემბერს 13:00 და 17:00 საათზე – 5 იანვარს 13:00 და 17:00 საათზე
ორგანიზატორების თქმით, შეძენილი ბილეთები ძალაშია.
ზრდასრულმა მაყურებლებმა წარმოდგენების სანახავად თან უნდა იქონიონ კოვიდ-პასპორტი.