ათობით ათასი თბილისელი უწყლოდ დარჩა

საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ ქუჩაზე კომპანიის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს ქუჩების ნაწილს, ზაჰესს, მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს წყალმომარაგება ავარიულად შეუწყდა, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water and Power.
წყალმომარაგება მოსახლეობას 27 დეკემბრის 09:00 საათიდან აღუდგება.
როგორც კომპანიაში განმარტეს, კვირაცხოვლის ქუჩაზე მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული.
ვაკე-საბურთალოს რაიონში წყალი შეუწყდება: ვაჟა ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ქავთარაძის, ჩახავას, მაღალაშვილის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გელოვანის, გურიელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, თავხელიძის, სანდრო ეულის, მინდელის და მიმდებარე ქუჩებს;
ასევე ფანჯიკიძის, ალასანიას, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუჩების ნაწილს; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს, ლორთქიფანიძის, გაზაფხულის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს; თხინვალა 1 და მე-2 აგარაკებს; სოფელ დიღმის ნაწილს.
GWP-ს ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ SMS-შეტყობინებები აბონენტებს წინასწარ დაეგზავნათ.