რუსთაველზე ტრადიციული საკვირაო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ დოლები მთავარი ეპიდემიოლოგების - ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის გამოსახულებით. მათი მთავარი მოთხოვნა კოვიდ-პასპორტების გაუქმება იყო.
მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნოემბრის ბოლოდან იმართება. „მწვანე სტატუსი“ ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც პროტესტი გამოწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აცრა არ სურს.
„მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ აცრილ და კოვიდ-გადატანილ პირებს, ასევე სამდღიანი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ მათ, ვინც PCR–ტესტირებას ჩაიტარებს, ხოლო სწრაფ ტესტზე სტატუსი ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.