გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამო მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებდა. აღნიშნული გზის 12-52 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თავდაპირველად გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 52-106 კმ მონაკვეთზე მოიხსნა ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა, შემდეგ კი გზა მოძრაობა სრულად აღდგა.