COVID-19 - ბოლო ცნობები

სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აიცრა

საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზის გაკეთება 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს შეუძლია
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზით აიცრა.
„ვის შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება და როდის? ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს, ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ“, - დაწერა ზურაბიშვილმა ვიდეოს კომენტარში, რომელიც მან თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. მან პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი დოზა პირდაპირ ეთერში 2020 წლის 18 მარტს გაიკეთა, ხოლო მეორე დოზა - 12 ივნისს. AstraZeneca-თი ვაქცინირებულებს ბუსტერ-დოზა Pfizer-ის პრეპარატით უკეთდებათ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია. მაგრამ ყველაზე მეტი პოპულარობით Pfizer-ი სარგებლობს. 9 ნოემბრიდან საქართველოში ბუსტერ-დოზის გაკეთება 18 წლიდან არის შესაძლებელი, მანამდე ბუსტერ დოზით აცრას ექვემდებარებოდნენ 50 წელს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები.
ამ დროისთვის ქვეყანაში გაკეთდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.454.879 აცრა, 24 დეკემბერს აიცრა 11.808 ადამიანი, აქედან ბუსტერი გაიკეთა 2.583-მა ადამიანმა.