საახალწო ბაზრობა, გასართობი შოუ-კონცერტები და საშობაო ინსტალაციები - თბილისის მერიამ უკვე დააანონსა სადღესასწაულო ღონისძიებები. გასართობი ობიექტები განთავსდა ორბელიანის მოედანზე, დედა ენის პარკში და მშრალი ხიდის მიმდებარედ. საახალწლო ქალაქი 14 იანვრის ჩათვლით იმუშავებს.
აქ გასართობი პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო ქალაქში იქნება სადღესასწაულო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, გიგანტური ზღაპრების წიგნი, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები და ნაძვის ხე.
დღის განმავლობაში ყველაზე პატარებისათვის მოეწყობა სანტა-კლაუსის მსვლელობა და გაიმართება შოუ-კონცერტები, საღამოს კი სტუმრებს გაამხიარულებენ ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური ბენდები და დიჯეები.