ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ალიევს დაბადების დღე ტელეფონით მიულოცა.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მის ოჯახს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ილჰამ ალიევი 1961 წლის 24 დეკემბერს ბაქოში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსიტუტი, შემდეგ ასპირანტურა. აქვს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. არის რიგი კვლევების ავტორი აზერბაიჯანის ნავთობის პოლიტიკის გეოპოლიტიკური ასპექტების კუთხით.
1995 და 2000 წლებში არჩეული იყო აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრად.
ალიევი 2018 წელს მესამედ აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად.