ყვითელი ამბები

ნუცა ბუზალაძე მაიამიდან ტანგიანი მამაკაცის ვიდეოს აქვეყნებს – ნახეთ ვინ მოხიბლა მომღერალი

Sputnik
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 291 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ნუცამ მაიამის ულამაზესი სანაპიროდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი საკმაოდ თამამი და საქართველოს რეალობისთვის უჩვეულო ტრუსით ოკეანეში ბანაობს. როგორც ჩანს, მისმა სითამამემ ნუცა მოხიბლა და მისი თავისუფლება „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს გაუზიარა.
მომღერალი თვეზე მეტია ამერიკაშია და, როგორც სოციალურ ქსელში მისი აქტივობებიდან ირკვევა, დროს არაჩვეულებრივად ატარებს.