ყვითელი ამბები

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის საშობაო ფოტო შვილებთან ერთად რომელიც სოცქსელებში პოპულარულია

Sputnik
სულ ცოტა ხნის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ინტერნეტით საშობაო ფოტო გაავრცელეს.
ამ ფოტოს საზოგადოება დიდი ხანია ელოდებოდა, რადგან ჩვენ პირველად ვიხილეთ წყვილის ქალიშვილი, 6 თვის ლილიბეტ დიანა და პრინცი არჩი, რომლის ფოტოც ასევე ერთი წელია არ გავრცელებულა.
ფოტოზე მეუღლეები ბედნიერები ჩანან. პატარა ლილიბეტი მეგანს ხელში უჭირავს, არჩი კი მამასთან ერთად ზის. ორივე შვილი საოცრად ჰგავს მამას და ორივეს პრინცი ჰარივით წითური თმა აქვს.