ყვითელი ამბები

„ჯგუფის დღეები დათვლილია...“ – კრის მარტინი შოკის მომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს

Sputnik
გავრცელდა 7 „გრემის“ მფლობელი ჯგუფი Coldplay-ს ფრონტმენის კრის მარტინის ინტერვიუ, სადაც მან ყველასათვის მოულოდნელი, შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.
„ჯგუფის დღეები დათვლილია, 4 ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფი დაიშლება. ზუსტად ვიცი, რომ ჯგუფის ბოლო ჩანაწერი 2025 წელს გამოვა და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე ტურნე გვექნება. არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის წევრებმა ვითანამშრომლოთ, მაგრამ Coldplay-ს კატალოგი დასრულდება. ვუგზავნით ჩვენს სიყვარულს ყველა კოვიდ-ინფიცირებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა კრის მარტინმა.
Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი – Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა.