თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. პოლიტიკურმა პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ აღმაშენებლის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
აქცის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენების გამო დაკავებული 27 პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
„ეს ბიჭები რამდენიმე თვეა ციხეში არიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან. წინასწარი პატიმრობის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ აქციაზე.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით.
მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში. აქცია თავდაპირველად მიმართული იყო ლგბტ-თემის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში.
„ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაში კი დაიბარეს, მაგრამ მხოლოდ გაესაუბრნენ და გამოუშვეს. სასამართლომ ახლახან, 22 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმელი სამი პირი გაათავისუფლა. წინასწარ პატიმრობაში რჩება 27 მონაწილე.
5 ივლისს არეულობის დროს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.