COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 24 დეკემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 876.254 ადამიანი; ჩატარებულია 2.441.614 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.456 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.976-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 920.617-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 876.254 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.076), გარდაიცვალა – 13.367 (ბოლო 24 საათში – 78). კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.195 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 980 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.029, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.654, PCR–ტესტით – 18.375.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის – 6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%.
სულ ჩატარებულია 2.441.614 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.456 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.