თბილისში მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“ პარასკევს ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე დაკავებული მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. შემდეგ კი მათ მსვლელობა მოაწყვეს სახალხო დამცველის ოფისისკენ.
მიმდინარე წლის ზაფხულში დაპირისპირებები მოხდა ლგბტ საზოგადოების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, სადაც ჟურნალისტები დაშავდნენ. პოლიციამ მოქალაქეებზე თავდამსხმელები დააკავა.