ყვითელი ამბები

ქართველ გოგოს სერიალ „დაკარგულების“ ვარსკვლავმა დაბადების დღე მიულოცა – ემოციური ვიდეო

ცოტა ხნის წინ TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველასთვის საყვარელი სერიალის „დაკარგულების“ ვარსკვლავი ჯონ ლოკი ქართველ გოგონას დაბადების დღეს ულოცავს, უმღერის და რჩევებს აძლევს.
Sputnik
როგორც აღმოჩნდა, გოგონა, რომელსაც ვიდეო ეკუთვნის, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, მას „ინსტაგრამზე“ 42 ათასზე მეტი, ხოლო TikTok-ზე 80 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ელიზაბეტ ლეპსი სოციალურ ქსელებში ვიდეოებს, ძირითადად, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ფსიქოლოგიური რჩევების შესახებ აქვეყნებს, ჯონ ლოკის ვიდეომ კი 177 ათასზე მეტი ნახვა და მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ არსებობს სერვისი, რომლის დახმარებითაც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ცნობილი ადამიანები ნებისმიერ მსურველს ულოცავენ დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულს, აძლევენ რჩევებს და უგზავნიან დადებით ემოციებს. ჯონ ლოკის კადრებს ელიზაბეტის TikTok არხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ვლოგერის სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.