თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო საამქროს კონსტრუქცია ჩამოინგრა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ობიექტზე ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ჩამონგრეული კონსტრუქციის ქვეშ მოყვნენ. დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.