საზარელი დანაშაული თბილისში: ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა, უწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ქალს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
მეზობლების განცხადებით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
გარდაცვლილ ქალს ერთი წლის შვილი დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის გოგონა და 23 წლის მამაკაცი მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მათი პატარა შვილის და მამაკაცის 13 წლის ძმის თვალწინ მოხდა. ქალი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე მისულმა სასწრაფომ მხოლოდ გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაღა შეძლო. მოკლულის მეუღლე პოლიციას თავად ჩაბარდა.
რა გახდა მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი თავს ირჩენდა ქალის შემოსავლით, რომელიც საკუთარი ხელით დამზადებულ სამკაულებს ყიდდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს.