მაღალმთიან აჭარაში დიდმა თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა. თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში.
„ხულოში 15 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს, შუახევში - ათი, ხოლო ქედასა და ხელვაჩაურში - რვა“, - განაცხადეს გზების დეპარტამენტში. სამუშაოებს ართულებს ცუდი ამინდი.