სტალინისტებმა „ხალხთა ბელადის“ დაბადების დღე აღნიშნეს – ვიდეო

სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში მისი 143 წლისთავი აღნიშნეს.
Sputnik
გორში ყოველი წლის 21 დეკემბერს სტალინის მომხრეები იკრიბებიან და მის დაბადების დღეს აღნიშნავენ. კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები და მოძრაობა „სტალინისტების“ წევრები სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ.
„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს დაიბადა მსოფლიო გიგანტი. მან მოიგო მსოფლიო ომი, დაამარცხა ფაშიზმი“, – განაცხადა „სტალინისტების“ ხელმძღვანელმა ზურაბ ზუმბულიძემ.