ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე „ფეისბუქში" მამის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მამამისი სტუდენტებს ლექციას უტარებს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ლექციის შემდეგ სასამართლო პროცესია, სადაც უნდა გადაწყდეს, მიანიჭებენ თუ არა მას მამის მეურვის სტატუსს.
„იმედია, არ წამართმევენ მამას“ – წერს ტელეწამყვანი.
ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ მამა, ცნობილი ექიმი და ლექტორი პანსიონატში წაიყვანა. ნანიკო ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერდა და საზოგადოებას სთხოვდა, ამისთვის არ გაეკიცხათ. ნანიკო აღნიშნავდა, რომ მის მამას ალცჰაიმერის დაავადება აქვს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა პანსიონატში, რადგან ამ მდგომარეობაში მისი თუნდაც მომვლელთან ერთად სახლში მარტო დატოვება მაინც საშიშია.