ყვითელი ამბები

„რა ქალი გაგცვალეს...“ – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი ლიზა იასკოზე

Sputnik
ამერიკიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე, როგორც მისი სოციალური ქსელის აქტივობებიდან ირკვევა, სცენას უბრუნდება და, სავარაუდოდ, რამდენიმე საახალწლო კონცერტში ვიხილავთ. მომღერალი შვილის ელის-მარია ფოტოების გასაჯაროებას ჯერჯერობით ისევ თავს არიდებს.
ამჯერად სოფო ნიჟარაძემ ფოტოსესია წითელ, სექსუალურ კაბაში მოაწყო და ფოტოები „ინსტაგრამზე“ ატვირთა. „რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში“, – დაწერა კომენტარებში სოფოს ერთ-ერთმა ხელმომწერმა, რაზეც სოფომ ღიმილიანი ემოციით უპასუხა.
ლიზა იას­კო უკრაინის რადის დეპუტატია, რომელმაც ექს-პრეზიდენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მასთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სააკაშვილი ამ­ბობ­ს, რომ ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და ერთ ოჯა­ხს წარმოადგენენ. მალევე რა­დის დე­პუ­ტა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და სააკაშვილი ცი­ხე­ში არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა.
„მიშა და სანდრა დაშორდნენ“– ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან კი­დევ ერთხელ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა მისი და ლიზას თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტის მშობ­ლე­ბი ახა­ლი რძლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ. ჟურ­ნა­ლის­ტებთან სა­უბ­რი­სას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ლიზა იას­კოს არ იც­ნობ­და.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლიზა იას­კომ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაიწყეს ურთიერთობა, როდესაც ის და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებული იყვნენ.