ყვითელი ამბები

ლიზა ბაგრატიონი და გიორგი ცაგარელი დაშორდნენ?

Sputnik
ლიზა ბაგრატიონი, რომელიც თანამედროვე ქართული ესტრადის გამორჩეული არტისტია, რომანტიკული და მშვიდი რეპერტუარითაა ცნობილი. მისი პირადი ცხოვრება კი დამსხვრეული ურთიერთობებითა და ხმაურიანი განქორწინებებით ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.
ყველასათვის საყვარელი მომღერლის მესამე რჩეული, ალტისტი გიორგი ცაგარელი აპრილში 35 წლის გახდა. მას საზოგადოებამ განსაკუთრებით ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ მიაქცია ყურადღება.
ვირტუოზთან დაახლოების შემდეგ ლიზას პირადი ცხოვრება ისევ განხილვის საგნად იქცა. მიზეზი კი ის არის, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. რამდენიმე საათის წინ გიორგი ცაგარელს „ინსტაგრამის“ ლაივში, სადაც ის მუსიკოს გიორგი გიგაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა: „ლიზას რატომ დაშორდი?“. მუსიკოსს კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ლაივი გათიშა.
უცნობია, მართლა დაშორდა თუ არა წყვილი ერთმანეთს. სოციალური ქსელის აქტივობებიდან ბოლო პერიოდში წყვილს ერთად გადაღებული ფოტოები აღარ უდევს. გიორგის ლიზას არცერთი ფოტო აღარ უდევს „ინსტაგრამზე“, რაც შეეხება ლიზას, მან რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თავს მშვიდად გრძნობს სახლში და შობა ახლოსაა.
პირველად ლიზა ბაგრატიონი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი პირველი რჩეული ტელესივრცეში მომუშავე გიორგი ლეონიძე იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. შემდეგ ლიზამ დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი სიყვარული ზაზა სინაურიძესთან დაოჯახების შემდეგ იგრძნო. მათ ამჟამად 25 წლის შვილი ჰყავთ. ეს ლიზას ერთადერთი ვაჟია. ბიჭს ირაკლი დაარქვეს.