ყვითელი ამბები

კრის ნოტი სექსუალური ძალადობის ბრალდების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს

Sputnik
ამერიკელი მსახიობი კრის ნოტი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა სერიალში „სექსი დიდ ქალაქში", სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ CBS-ის პროექტ Equalizer-დან გაათავისუფლეს. ამის შესახებ 20 დეკემბერს The New York Times-ი იტყობინება.
ყვითელი ამბები
სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირს სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებენ – სკანდალური დეტალები
დრამაში 67 წლის ნოტმა შეასრულა CIA-ს ყოფილი დირექტორის უილიამ ბიშოპის როლი. მანამდე, 16 დეკემბერს The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა ამერიკელმა ქალმა ფსევდონიმით Zoe (40 წლის) და Lily (31 წლის) განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ ნოტის მხრიდან.
ქალები ამბობენ, რომ ახალმა ამბებმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელების შესახებ, რომელშიც მსახიობი თამაშობს, გააღვიძა მტკივნეული მოგონებები იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც, მათი თქმით, მოხდა 2004 და 2015 წელს. თავად კრის ნოტი, რომელსაც გამოცემა დაუკავშირდა „ზოისა“ და „ლილის“ განცხადებების შემდეგ, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს ძალადობრივ ქმედებებში და მათ სიცრუეს უწოდებს.